მიხეილ სარჯველაძე: დავით დარჩიაშვილის პოსტი არის ლუსტრაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტს გამოეხმაურა.

“დარჩიაშვილის პოსტი არის ლუსტრაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან, მოლაშვილთან, შავაძესთან მიმართებით და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, ადამიანი აწამონ, თუ ამისთვის რაიმე მიზეზი გააჩნიათ, ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ შავაძის შემთხვევაში არავითარი დასაყრდენი მტკიცებულება არ ჰქონიათ, რომ დააბრალონ მოღალატეობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ეწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები