ალეკო ელისაშვილი: “ნაციონალების” გამოსწორება არ იქნება არასდროს
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ნაციონალების გამოსწორება არ იქნება არასდროს. მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება. ოცნება უნდა წავიდეს აუცილებლად, მაგრამ ნაციონალები იქ უნდა დარჩნენ სადაც არიან. შავაძე თუ მოღალატე იყო უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ. ორჯერ ორი ოთხია, მარა არა ამ შემზარავი ნაციონალებისთვის”,- წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ეწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.