მიხეილ სარჯველაძე: ისეთ დიდ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, როგორიც ჩინეთია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ისეთ დიდ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, როგორიც ჩინეთია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„როდესაც მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების საკითხებიდან დაწყებული სავაჭრო ურთიერთობებით დამთავრებული სრულიად ახალი არქიტექტურა იწერება, ასეთ დროს ისეთ დიდ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, მუშაობა, როგორიც ჩინეთია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოლოდინიც ძალიან დიდი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდა თანამედროვე სამყაროში, არ შეიძლება ამან ისე ჩაიაროს, რომ საქართველო არ შეეცადოს საკუთარი შესაძლებლობის და პოტენციალის სრულად გამოყენებას“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები