ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საერთო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტები წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საერთო მობილიზაციის შესახებ ორი კანონპროექტი წარუდგინა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, კანონპროექტი „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ დამტკიცების შესახებ, უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2023 წლის 18 აგვისტოს 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში, 15 ნოემბრამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანსა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებს უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ უნდა აცნობოს.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა რადას წარუდგინა არის „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ „ზოგადი მობილიზაციის ვადის გახანგრძლივების შესახებ“, რომელიც 18 აგვისტოდან, 90 დღით მობილიზაციის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
როგორც საბჭო იუწყება, კანონპროექტების განხილვა მიმდინარე კვირაში მოხდება.