ჩინეთში მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ ქრთამის აღებისთვის პირობითი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქალაქ ჰანჯოუს კომუნისტური პარტიის კომერციის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ​ჩჟოუ ძიანგიონგს.

ქრთამი, დაახლოებით, 25 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ძიანგიონგი ქრთამს ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან მიწის საკითხების გადაჭრისა და სამშენებლო პროექტების შემუშავების სანაცვლოდ იღებდა. თანამდებობის პირმა კორუფციული საქმიანობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, როდესაც ის საოლქო მაგისტრატის უფროსის მოადგილე იყო.

გამოცემა წერს, რომ, დიდი ალბათობით, 56 წლის, ყოფილი პარტიული მუშაკის სიკვდილით დასჯა უვადო თავისუფლების აღკვეთით, ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეიცვლება. მას ასევე სამუდამოდ ჩამოართმევენ პოლიტიკურ უფლებებს და ქონებას ჩამოართმევენ.

2022 წლის სექტემბერში ჩინეთის სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ქვეყნის იუსტიციის ყოფილ მინისტრს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ფუ ჩჟენხუას. მან ქრთამის სახით, დაახლოებით, 16,5 მილიონი დოლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები