მიხეილ სარჯველაძე: FARA-ზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დამაჯერებლობა მთლიანად წაართვა იმ ვითომდა პათეტიკას, რომელიც არსებობდა სააკაშვილის ემპათიის თვალსაზრისით
მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, FARA-ზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დამაჯერებლობა მთლიანად წაართვა იმ ვითომდა პათეტიკას, რომელიც სააკაშვილის ემპათიის თვალსაზრისით არსებობდა.
„FARA-ზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, ვფიქრობ, რომ წყალი შეუყენა ყველაფერს. დამაჯერებლობა მთლიანად წაართვა იმ ვითომდა პათეტიკას, რომელიც არსებობდა სააკაშვილის ემპათიის თვალსაზრისით. დიდი ნერვიულობა იმის თაობაზე, თითქოს ადგილი აქვს მის მოწამვლას, საჭმელს თხოულობს, არ აძლევენ და ა.შ . ყველაფერი ეს პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ იყო კარგად ან ცუდად დაგეგმილი სპექტაკლი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.