ირაკლი ღარიბაშვილი: სიტყვა „მეორე ფრონტი” უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს!

სიტყვა „მეორე ფრონტი” უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინელი მაღალჩინოსნები ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი ორგანო, ვინც სააკაშვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების სიმართლე დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოა და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ევროპარლამენტარები თუ უკრაინის რადას წევრები.

„რაც შეეხება მათ ასეთ ხელოვნურ დაინტერესებას ამ თემით. მე შეგახსენებთ, მეგობრებო, პირდაპირ თქვეს.. თქვენ ხომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე?! მერე რა გირჩევნიათ, ქვეყანაში ომი იყოს თუ ლომჯარიას მსგავსად გინდათ, რომ ბომბები ცვიოდეს?! ომი არის თავში. ომის დაწყების შემდეგ, ყველა ის ორკესტრირებული, კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს ჩვენს წინააღმდეგ, ოპოზიციის ჩართულობით და ოპოზიციასთან ერთად, მათ , ამის შემდეგ, რაც ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი არ გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სიტყვა -„მეორე ფრონტი” მათგან მომდინარეობს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს. შეგახსენებთ მეორე ფაქტს, მათ დაინტერესებაზე რომ გიპასუხოთ, კიდევ ერთხელ. ზელენსკის მრჩევლები და უამრავი, ოფისის წარმომადგენლები ვინც არიან, ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების, თანამდებობის პირების. ამაზე ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც არის ობიექტურად განწყობილი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ამ ქვეყნის პატრიოტია და არ არის უცხო ქვეყნების მსახური და ვიღაც აგენტი, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს საერთოდ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ხდება?!”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები