საქსტატი: 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 268.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 052.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში, 4 163.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (440.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (413.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (343.9 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 457.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 271.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები