ჟვანიას სკოლამ დეზინფორმაციის სასწავლო კურსი განახორციელა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საჯარო მოსამსახურეებმა დეზინფორმაციის სასწავლო კურსი გაიარეს.

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა : დეზინფორმაციის წარმოშობის ისტორია, კატეგორიები და ფორმები, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და დეზინფორმაციით ზემოქმედების ფორმები, დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემები, საფრთხეები და გამოწვევები.
სატრენინგო პროცესის მიმდინარეობისას მსმენელები დეტალურად გაეცნენ, თუ რა არის დეზინფორმაცია, სად შეიძლება შეგვხვდეს და როგორ განვასხვავოთ ცრუ ინფორმაცია ნამდვილისგან. ასევე, რა შედეგი შეიძლება მოგვცეს დეზინფრომაციამ და როგორ ვებრძოლოთ მას. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები