შავ ზღვაში ბანაობის შემდეგ, რუსეთში 12 ბავშვია ჰოსპიტალიზებული

კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს რაიონში ზღვაში ბანაობის შემდეგ, 12 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი და მათი მწვრთნელი ჰოსპიტალიზებული არიან.

როგორც კრასნოდარის მხარის პროკურატურის “ტელეგრამშია” ნათქვამი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

11-დან 16 წლამდე ბავშვები დასასვენებელ ცენტრ „პარუსში“ იმყოფებოდნენ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, არსებობდა გაფრთხილება ზღვაში ბანაობის აკრძალვის შესახებ, არასახარბიელო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო.

“12 ბავშვისა და მათი მწვრთნელის მდგომარეობა გაუარესდა. მათ აღენიშნებოდათ გულისრევა და ტემპერატურის მატება, ამის შემდეგ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როსპოტრებნადზორის თანამშრომლებმა აიღეს წყლის ნიმუშები ანალიზისთვის.

აღნიშნულია, რომ ზღვაში ბანაობის აკრძალვა გადაუღებელი წვიმების გამო 12 ივლისიდან არის აკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები