მიხეილ სარჯველაძე: „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ამიტომ, მათი პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ შედარებით დიდ პარტიას, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ
„სტრატეგია აღმაშენებელს“ არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. ისინი გრძნობენ, რომ ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ რომელიმე, შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას, რათა პარლამენტში ადგილები მოიპოვონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას კონკურენციას ვერ უწევს.
“სტრატეგია აღმაშენებელს“ არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, წინა რეზულტატები ამაზე მეტყველებს. ისინი გრძნობენ, რომ ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ რომელიმე, შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას, რათა მოიპოვონ ადგილები პარლამენტში, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან. როგორც ჩანს, ეს არის მოტივაცია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, არ იტყვის, ადამიანს, ამბიცია აქვს პრემიერმინისტრობაზე, ვაშაძეს ვგულისხმობ და იგივე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ერთიანდება იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. ამიტომ უწევს მოგონება იმის, რისაც თვითონ შეიძლება არ სჯერა. რეალურად კარგად ესმით ოპოზიციაში, უბრალოდ, იძულებულები არიან ამაზე არ ისაუბრონ და უარყონ, რომ რეალურ კონკურენციას ხელისუფლებას ვერ უწევენ. არც ერთი გამოკვლევა არ აძლევს ოპოზიციას ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას, რომ ისინი რეალურ კონკურენციაში იქნებიან ხელისუფლებასთან”, – განაცხადა სარჯველაძემ.