გაერო: უკრაინაში ომის დაწყებიდან 9300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 537 ბავშვია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 9287 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 16 384 დაშავდა.

ამ რიცხვში შედის 537 მოკლული და 1117 დაშავებული ბავშვი.

„ეს მხოლოდ დადასტურებული რიცხვებია. რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ.

მისი თქმით, გასულ წელს უკრაინა გახდა ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მოკლული და დასახიჩრებული ბავშვები იყო.

”ის ასევე იყო ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი სკოლა და საავადმყოფო დაიბომბა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები