„დისნეილენდი“ გახსნის დღეს – 17 ივლისი, 1955 წელი

1955 წლის 17 ივლისს უოლტ დისნეის ოცნება მისი ფანტაზიით შექმნილი საოცარი სამყაროს შესახებ საბოლოოდ ახდა – ამ დღეს  „დისნეილენდმა“ პირველად გააღო კარი. პარკი აშენდა 160 ჰექტარზე, ფორთოხლის ყოფილ კორომზე, ანაჰაიმში, კალიფორნიაში და 17 მილიონი დოლარი დაჯდა. გასაკვირი არ არის, რომ ის სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს. განსაკუთრებით საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორი ბედნიერი და ამავდროულად, მშვიდია თავად შემოქმედი. გარდაუვალი მღელვარებისა და სტრესის მიუხედავად, ის აშკარად ტკბება მომენტით.

1955 წლის 17 ივლისს ანაჰაიმში, ლოს-ანჯელესის სამხრეთით, გამოჩენილმა ამერიკელმა ანიმატორმა, უოლტ დისნეიმ „დისნეილენდის“, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის გრანდიოზული გასართობი პარკის გახსნის ბრწყინვალე ცერემონია გამართა. 

„დისნეილენდის“ შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა უოლტ დისნეი ქალიშვილებთან ერთად პარკში სეირნობდა. სანამ ბავშვები კადნენ, მამა მოთმინებით იჯდა სკამზე და ელოდა, როდის მორჩებოდნენ ქალიშვილები გართობას. ამ სეირნობის დროს ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამერიკას ნამდვილად აკლდა ადგილი, სადაც საინტერესო იქნებოდა დროის გატარება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. შემდეგ დისნეიმ გადაწყვიტა, თავად შეექმნა ასეთი ადგილი.

პირველი „დისნეილენდის“ მშენებლობას 17 მილიონი დოლარი დასჭირდა. თუმცა, მოკლე დროში ყველა ინვესტიცია ათმაგად ამოიღო.

დისნეისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 1963 წელს ის კიდევ უფრო ამბიციურ იდეას – „პროექტ X“-ს შეუდგა. მან იყიდა შესაფერისი მიწის ნაკვეთი ფლორიდაში, სადაც ახალი პარკის მშენებლობა დაიწყო.

1971 წლის ოქტომბერში Walt Disney World გაიხსნა, 1983 წელს მისი „დისნეილენდი“ გამოჩნდა ტოკიოში, ხოლო 1992 წელს – პარიზში. ადამიანებს შეეძლოთ, ხელი ჩამოერთმიათ დისნეის მულტფილმის გმირებისთვის: მიკი მაუსისთვის ან დონალდ დაკისთვის, გაესეირნათ მატარებლით, ცხენებით ან საბაგირო მანქანით. და ზოგადად, მიეღოთ ბევრი დადებითი ემოცია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები