ლევან ნიკოლეიშვილი: აუსტრევიჩიუსი არის ერთ-ერთი იმ ევროპარლამენტთაგანი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მიმართ ზიზღით და თავიდან ბოლომდეა ჩართული რადიკალური ოპოზიციის “გარეცხვის” კამპანიაში

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” მიერ დიდი ფულის სანაცვლოდ მოსყიდული. სწორედ ამიტომ აქვს ერთი მიზანი – ყველაფრის ფასად ლანძღოს ჩვენი ქვეყანა და ლეგიტიმური მთავრობა.

„აუსტრევიჩუსი არის ერთ-ერთი იმ ევროპარლამენტთაგანი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მიმართ ზიზღით და, პარალელურად, თავიდან ბოლომდეა ჩართული რადიკალური ოპოზიციის “გარეცხვის” კამპანიაში. დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” მიერ დიდი ფულის სანაცვლოდ მოსყიდული. სწორედ ამიტომ აქვს ერთი მიზანი – ყველაფრის ფასად ლანძღოს ჩვენი ქვეყანა და ლეგიტიმური მთავრობა. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ქართული “მედია” დიდი სიხარულით უთმობს ეთერს ამ გარეწარს. უფრო მეტიც, მთავარ სპიკერად გაუხდია ეს უსამშობლო მანქურთი…“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები