მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით “მთის დღეებს” თუშეთმა უმასპინძლა.
ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ტერიტორიაზე მოსულ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცნობილი თუშური სამზარეულო.
გაიმართა სხვადასხვა, მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი ღონისძიება. მთის დღე თუშეთში მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლმა “გორდელამ” და “ოჩოს ქოხმა”.
თუშეთში მთის დღის აღნიშვნას ვიზიტორებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.