პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამისს დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილებას კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდიოდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები