მიხეილ სარჯველაძე: მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკა ერთმანეთთან აბსოლუტურად სინქრონული იყო

ერთი ხის ნაყოფები არის ყველა და ახლა ერთ კალათში მოიყრიან თავს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ამით არაფერი იცვლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში მთელი მათი პოლიტიკა ერთმანეთთან იყო აბსოლუტურად სინქრონული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არის 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გიორგი ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები