ევროკომისიის პრეზიდენტი პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.

როგორც ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, ამის შეუსრულებლობა გლობალურ სასურსათო დაუცველობას გამოიწვევს.

„ეს მსოფლიოს სჭირდება. მის გახანგრძლივებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შედეგი გლობალური სასურსათო დაუცველობა იქნება. ასე რომ, ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მსოფლიო მას თვალს ადევნებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები