პუტინმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების პირობები დაასახელა

რუსეთი გაახანგრძლივებს მარცვლეულის ხელშეკრულებას, როდესაც ქვეყნისთვის ადრე მიცემული დაპირებები შესრულდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში, დღემდე რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირობაა „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან დაკავშირება. პუტინის თქმით, ეს რუსული პროდუქციის საფასურის გადახდისას ფულის მოძრაობას უკავშირდება.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ანტონიო გუტერეშის ახალი წერილი, რომელიც მას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წინადადებებით გაუგზავნეს, ჯერ არ უნახავს.

„მაგრამ ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს თანამშრომლებთან. ვიმეორებ, რომ ისინი გულწრფელად ისწრაფვიან, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ, მაგრამ ჯერჯერობით მათ ამას ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები