პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მოქალაქეებს უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.
„სასიხარულო სიახლე! დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
Exciting news! Now, citizens from Georgia and Armenia can effortlessly travel between the two countries using their convenient ID cards, replaces the passport travel system, granting greater flexibility and freedom to explore. This is a remarkable opportunity for two friendly… pic.twitter.com/XZQq612vff
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) July 13, 2023