ანდრია გვიდიანი – ბაჩიაშვილი და ქართველი უცხოური გავლენის აგენტები ერთ მხარეს აღმოჩნდნენ

ბაჩიაშვილი და ქართველი უცხოური გავლენის აგენტები ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ასეთი ფერისცვალება აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ბაჩიაშვილიც ისეთივე უცხოური გავლენის აგენტების ქსელის ნაწილია, როგორც საზღვარგარეთიდან გროშებზე გაყიდული ოპოზიცია და არასამთავრობოები – აცხადებს ექსპერტი ანდრია გვიდიანი, რომელიც ეხმიანება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის ფარგლებს გარედან ბიძინა ივანიშვილი ყველაზე აგრესიული თავდასხმის ობიექტია. ამას ადასტურებს “კრედიტ სუისის” ირგვლივ განვითარებული პროცესებიც, სადაც პოლიტიკური სარჩული იმდენად აშკარაა, რომ ბრძოლა ყოველგვარი დადგენილი წესების იგნორირებით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის საქმის პოლიტიკურ სიბრტყეში განხილვის უსუსური მცდელობა, მთავარი დანაშაულის მოგონილ რეალობაში გადატანას ემსახურება.

„გიორგი ბაჩიაშვილის საქმის ირგვლივ, პროცესები იმაზე საინტერესოდ განვითარდა, ვიდრე ეს ერთი მოთაღლითო ხელქვეითის გამოაშკარავებისას უნდა წარმართულიყო. ეს საქმე უკვე გასცდა რიგითი ფინანსური მაქინაციების საქმეს და პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები, სადაც დასაბუთებულად არის გადმოცემული ბაჩიაშვილის საეჭვო და არაკეთილსინდისიერი ქმედებები. მეორე მხრივ, გვაქვს ბაჩიაშვილის უფლებადამცველის განცხადება, რომელშიც საუბარია ბაჩიაშვილის “პოლიტიკური ნიშნით დევნაზე”. ნაცვლად იმისა, რომ საკითხზე არგუმენტირებული თავის მართლება მოგვესმინა, აქცენტი გამახვილდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი უკრაინის მხარდაჭერის გამო “სჯის” ბაჩიაშვილს. ეს იმდენად აბსურდული მოსაზრებაა, რომ ალბათ სერიოზულად მსჯელობა არც ღირს. ბაჩიაშვილს არასდროს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს პოლიტიკაზე, არც უკრაინის თავგანწირული მხარდაჭერა გვახსოვს მისი მხრიდან. უფრო მეტიც, ბაჩიაშვილი არასდროს ყოფილა მეტ-ნაკლებად კვალიფიციურ პირად ბუღალტერზე წონიანი ფიგურა. შესაბამისად, ბაჩიაშვილის საქმის პოლიტიკურ სიბრტყეში განხილვის უსუსური მცდელობა, მთავარი დანაშაულის მოგონილ რეალობაში გადატანას ემსახურება.
არახალია ის ფაქტი, რომ დღეს ქვეყნის ფარგლებს გარედან ბიძინა ივანიშვილი ყველაზე აგრესიული თავდასხმის ობიექტია. ამას ადასტურებს “კრედიტ სუისის” ირგვლივ განვითარებული პროცესებიც, სადაც პოლიტიკური სარჩული იმდენად აშკარაა, რომ ბრძოლა ყოველგვარი დადგენილი წესების იგნორირებით მიმდინარეობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ერთია – ბიძინა ივანიშვილი დღეს არის საქართველოში მშვიდობის გარანტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს იმ ძალებს, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გასხნა აქვს მიზნად დასახული. შესაბამისად, ცხადია, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება, ამ ძალების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ამ ოპერიდან არის ბაჩიაშვილიც, რომელიც გადაიბირეს და ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ.

ნიშანდობლივია, ისიც რომ ბაჩიაშვილის აქტიურ “დამცველებად” მოგვევლინენ ის მედიასაშუალებები, ე.წ. ექსპერტები და არასამთავრობოებიც, რომლებიც თავიდან ბოლომდე შერწყმულები არიან ადგილობრივ ოპოზიციასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ბაჩიაშვილი და ქართველი უცხოური გავლენის აგენტები ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ასეთი ფერისცვალება აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ბაჩიაშვილიც ისეთივე უცხოური გავლენის აგენტების ქსელის ნაწილია, როგორც საზღვარგარეთიდან გროშებზე გაყიდული ოპოზიცია და არასამთავრობოები“ – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები