ზურაბ ქადაგიძე – გია ხუხაშვილს: ივანიშვილმა მიგიშვა, მაგრამ არ დაგფერთხა და არ გეშინია, რომ შენი რიგიც დადგება?

“გია ხუხაშვილმა ბაჩიაშვილის თემაზე მორიგი ბრძნული კომენტარი გააკეთა და ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ასე იცის, კაცს მიუშვებს, ფულს აშოვნინებს და რაღაც მომენტში ბოლომდე დაფერთხავსო. ბატონო გია, ამ შემთხვევაში, მე შენ ტერმინებს გამოვიყენებ და მიშვებაზე და დაფერთხვაზე გკითხავ: შენზე რას იტყვი? შენც ხომ მიგიშვეს, მაგრამ ბოლომდე არ დაგფერთხეს?”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ისაა, რომ მან იცის ადამიანების ნდობა, მაგრამ თუ ადამიანი ნდობას არ გაამართლებს, მას პასუხსაც თხოვს. ანუ, ბატონო გია, რასაც შენ შენი ქურდული გადმოსახედიდან მიშვებას და დაფერთხვას ეძახი, ის სინამდვილეში ნდობა და პასუხის მოთხოვნაა.

„გია ხუხაშვილმა ბაჩიაშვილის თემაზე მორიგი ბრძნული კომენტარი გააკეთა და ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ასე იცის, კაცს მიუშვებს, ფულს აშოვნინებს და რაღაც მომენტში ბოლომდე დაფერთხავსო.
გია ხუხაშვილი რომ ვერშემდგარი ექსპერტია, ყველამ ძალიან კარგად იცის. ანალიზი რომ მისი ძლიერი მხარე არაა, უკვე თვითონაც ხვდება, მაგრამ ამ სტატუსთან შელევაც უჭირს. როგორც იტყვიან, არც გამოდის და არც ეშვება. ამის მთავარი მიზეზი კი მაინც ისაა, რომ ნაცია და მისი ექსპერტობა დღეს პარტიას ჭირდება, თორემ უკვე იმდენი ანალიზი და პროგნოზი ააცილა, რომ ამ საქმეს მისნაირი სუსტი თავმოყვარეობის კაციც კი აქამდე შეეშვებოდა. რომ შეცდები, ააცილებ და უკან მაინც არ იხევ, ეგეც ნაცების სტილია, თორემ ნამდვილ ექსპერტს შეცდომის აღიარება და უკან დახევა არასოდეს უჭირს. ხუხაშვილი ექსპერტობს და რომ არ გამოდის, მერე პოლიტიკაში გადადის, თუმცა, ამ კაცს არც პოლიტიკის არაფერი გაეგება. ანუ ისე გამოდის, ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
ხუხაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მართალია, მან ბურთი კარს ამ შემთხვევაშიც ააცილა, მაგრამ სიმართლესთან შედარებით ახლოს გაიარა. ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მან სიმართლესთან ახლოს დაახასიათა, ოღონდ ეს ყველაფერი ქურდული სამყაროს წესებით აღწერა. გასაკვირი არც ესაა, რადგან ხუხაშვილმა როგორც იცხოვრა, ზუსტად ისე, ანუ თავისი ქურდული გადმოსახედიდან უყურებს სხვის ქცევასაც.
ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ისაა, რომ მან იცის ადამიანების ნდობა, მაგრამ თუ ადამიანი ნდობას არ გაამართლებს, მას პასუხსაც თხოვს. ანუ, ბატონო გია, ჩემო პიტალო, რასაც შენ შენი ქურდული გადმოსახედიდან მიშვებას და დაფერთხვას ეძახი, ის სინამდვილეში ნდობა და პასუხის მოთხოვნაა.
ბატონო გია, ამ შემთხვევაში, მე შენ ტერმინებს გამოვიყენებ და მიშვებაზე და დაფერთხვაზე გკითხავ: შენზე რას იტყვი? შენც ხომ მიგიშვეს, მაგრამ ბოლომდე არ დაგფერთხეს?
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს შენზე ეჭვები თავიდანვე არსებობდა, ბიძინა ივანიშვილი მაინც გენდო და მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარა. ყველამ იცოდა, რომ ნაცები „სოკარს“ მკაცრ პირობებს უყენებდნენ და მათი თანხმობის გარეშე, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ე.წ. ოპოზიციონერს მაშინ არავინ დაგასაქმებდა. ივანიშვილმა ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა, მონობისგან გათავისუფლებისა და გამოსწორების შანსი მოგცა, რაც შენ ვერ გამოიყენე. ბოლომდე იმად დარჩი, რაც მანამდე იყავი და სწორ კაცთან სწორი საქმის კეთებას ნაცების აგენტად დარჩენა ამჯობინე. ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდმა ბინამაც არ გიშველა, სადაც დღემდე ცხოვრობ. ივანიშვილი პროექტებს და კვლევებს რომ გიფინანსებდა, იქაც კი ფულს აკეთებდი და ფიქტიურ ხარჯებს საკუთარ ცოლზე და შვილზეც კი აფორმებდი.
მართალია, ნაწილობრივ გაგებინეს პასუხი და უხეშად მოგისროლეს, მაგრამ არ დაგფერთხეს. ჰოდა, ჩემო პიტალო, შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა მიგიშვა, მაგრამ ჯერ ბოლომდე დაფერთხილი არ ხარ და არ გეშინია, რომ შენი რიგიც აუცილებლად დადგება? სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ, შენი რიგიც აუცილებლად მოვა“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები