“ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია” – თალაკვაძე

“პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე  დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპული ჯანდაცვა, პირველ ყოვლისა, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, – წერს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები