გურამ მაჭარაშვილი: არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, საწინააღმდეგო პროპაგანდაზე როცა არის საუბარი, ეს არასწორია

“არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საწინააღმდეგო პროპაგანდაზე როცა არის საუბარი, ეს არასწორი და ანტიკონსტიტუციურია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გააანალიზოს, უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი.

„საპატრიარქომ და სხვა რელიგიის კონფესიებმაც თქვეს, რომ ძალადობას გმობენ, მაგრამ მათთვის მიუღებელია ასეთი სახის პროპაგანდა. რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გინდა, იმ საზოგადოების აბსოლუტური პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რომელიც საჯაროდ გამოხატავს, რომ ეს მათთვის მიუღებელია და არ უნდა გამოიწვიო. გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის. ძალადობას ვგმობთ, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის პროპაგანდა მიუღებელია. ყველამ უნდა გააანალიზოს, უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საწინააღმდეგო პროპაგანდაზე როცა არის საუბარი, ეს არასწორი და ანტიკონსტიტუციურია. ერთსქესიანთა ქორწინებაზე როცა ვსაუბრობთ, კონსტიტუციას უნდა ჩავხედოთ. „თბილისი პრაიდის“ ჩატარების მომხრე არ ვარ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები