გურამ მაჭარაშვილი: საქართველომ პირობები მრავალი წლის წინ შეასრულა და ქვეყანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადია
საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსზეა დამოკიდებული.
„საქართველო ნატოსთან მიმართებით პირნათელია და ყველა პირობა შესრულებულია, რაც ნატოს სტანდარტებთან არის დაკავშირებული. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პრაქტიკულად თავსებადია ნატოსა და ევროკავშირთან, თუმცა, ასევე დაფიქსირდა ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინაში ომი როცა მიმდინარეობს, ნატოს ხელმძღვანელობას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს. ბუნებრივია, საქართველოს მიმართაც არის ფრთხილი პოლიტიკა, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ და მათ სიცოცხლე აქვთ გაღებული. რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკამდე, ჩვენ თვალწინ ეს კარი დაიხურა. როგორც ჩანს, ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული, რაც დამოკიდებულია მხოლოდ მათზე. საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.