გიორგი ზაქარაშვილი: როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა

როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ის, რომ უკრაინის მხარის მიერ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდა და რეალურად ისევ გამეორდა პოზიცია – სააკაშვილის თემაა მთავარი და ჩემს განცხადებაზე კომენტარი აღარ გაკეთებულა, ჩემი აზრით, ეს აჩვენებს, რომ მათ დამატებითი არგუმენტები არ ჰქონდათ. კერძოდ, ეს ყველაფერი რომ ძირს უთხრის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და რომ არ არის სამართლიანი მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის მიმართ; ის, რომ მათ დაივიწყეს ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ გაუწია უკრაინას, ამაზე კომენტარი არ იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები