გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილზე: რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საგარეჯოში დღეს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“საზოგადოების რეაქცია რაც არის, ამას ყველა ხედავს. ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან ჩვენ ვგმობთ, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს ეს. მაგრამ ის რეაქციები, რაც არის საზოგადოებაში, როცა ჩადიხარ ასეთი, რომ იტყვიან კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, რომელსაც აღებული აქვს თავის თავზე უამრავი დანაშაული და ამავდროულად ბოდიში არ აქვს მოხდილი არავისთან. რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება. როგორ ვახალისებ ძალადობას? ძალადობას არ ვამბობ, ძალადობა სხვა რამეა, ძალადობას მე ვგმობ, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები