ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინის დემარში იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ – მაქსიმალური გააკეთონ, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს

უკრაინის დემარში იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ, საერთაშორისო იმიჯი შეურყიონ და მაქსიმალური გააკეთონ, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

„ეს არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში სააკაშვილის შემოგზავნის მიზანი იყო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო, ხელისუფლება შეცვლილიყო, რაც არ განხორციელდა. ხელისუფლების შეცვლას რა მიზანი ჰქონდა? უკრაინელი მაღალჩინოსნები გვახსენებდნენ, რომ ცხინვალსა და სოხუმში შევსულიყავით. აქაური „ომის პარტია“ ხშირად გვეუბნება, რომ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ და ასე შემდეგ. საქართველოს წინააღმდეგ ეს დემარში იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ, საერთაშორისო იმიჯი შეურყიონ, მაქსიმალური გააკეთონ, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს და ეს კიდევ ერთხელ გახდეს მიზეზი შიდა დაპირისპირებისა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები