გურამ მაჭარაშვილი: ასე ძალიან თუ უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არა მხოლოდ პირდაპირ აზიანებს, არამედ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რა მიზნითაც შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, იმ მიზნით უნდათ, ციხიდან გაუშვან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილმა თავად აღიარა და თქვა, რომ უკრაინიდან თავისი ნებით არ შემოიპარა და მოატყუეს. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ იცოდა, თუ როგორ აპირებდა სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას. თუ ასე ძალიან უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი. სამწუხაროდ, დღესაც იმას აღიარებენ, რომ თურმე საქართველოში ხელისუფლება შესაცვლელია და ამიტომაც უნდათ სააკაშვილის გამოშვება ციხიდან. ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები