ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში სააკაშვილის შემოგზავნის მიზანი იყო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო, ხელისუფლება შეცვლილიყო, რაც არ განხორციელდა

“უკრაინის დემარში იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ, საერთაშორისო იმიჯი შეურყიონ და მაქსიმალური გააკეთონ, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის შემოგზავნის მიზანი იყო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო, ხელისუფლება შეცვლილიყო, რაც არ განხორციელდა.

„ეს არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში სააკაშვილის შემოგზავნის მიზანი იყო, ქვეყანაში არეულობა ყოფილიყო, ხელისუფლება შეცვლილიყო, რაც არ განხორციელდა. ხელისუფლების შეცვლას რა მიზანი ჰქონდა? უკრაინელი მაღალჩინოსნები გვახსენებდნენ, რომ ცხინვალსა და სოხუმში შევსულიყავით. აქაური „ომის პარტია“ ხშირად გვეუბნება, რომ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ და ასე შემდეგ. საქართველოს წინააღმდეგ ეს დემარში იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ, საერთაშორისო იმიჯი შეურყიონ, მაქსიმალური გააკეთონ, რათა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს და ეს კიდევ ერთხელ გახდეს მიზეზი შიდა დაპირისპირებისა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები