გიორგი ვოლსკი: პოდოლიაკის განცხადება ჰაერიდან მოტანილი არ არის

“პოდოლიაკის განცხადება ჰაერიდან მოტანილი არ არის. პოდოლიაკის განცხადების მიზანია, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს, ეს ირაკლი კობახიძის განცხადებებშია აღწერილი, რომ უკრაინას სურს საქართველოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებული „ქართულ- უკრაინული ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად პირდაპირი მინიშნებების გარეშე მოუწოდებდა საქართველოს, ჩართულიყო საომარ მოქმედებებში.

მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს, თუ რის გამო გაიწვია ელჩი საქართველოდან უკრაინამ, თუ რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკური დონეებიდან და რატომ ერთვებოდა მათ პრეზიდენტი იმ მიტინგებში, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას დესტაბილიზაციისაკენ. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი და განცხადებები საკმაოდ აშკარა. გაერთიანებული „ქართულ- უკრაინული ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად პირდაპირი მინიშნებების გარეშე, მოუწოდებდა საქართველოს ჩართულიყო საომარ მოქმედებებში“, – განმარტა გიორგი ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება ამოუხსნელია. ერთი მხრივ, ითხოვს კანდიდატის სტატუსს, მეორე მხრივ დემონსტრაციულად ამბობს უარს სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები