ნიდერლანდებში ქარიშხალმა “პოლიმ” საჰაერო და სარკინიგზო კომუნიკაციები შეაფერხა – ძლიერი ქარის გამო, ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ NOS იტყობინება
ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ქარიშხლის გაფრთხილების წითელი კოდი გამოსცა, რაც საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა. ქვეყანაში ქარის სიჩქარე საათში 120 კმ-ს აღწევს.
პატარა ქალაქ ვიკ- ან-ზეეში ქარის სიჩქარე საათში 145 კილომეტრს აღწევს.
Weerplaza-ს მონაცემით, შტორმი “პოლი” არის ზაფხულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.
ამსტერდამის აეროპორტმა – Schiphol-მა 300-ზე მეტი ფრენა გააუქმა.
სოფელ ალკმაართან ძლიერმა ქარმა სატვირთო მანქანა ამოატრიალა.
სარკინიგზო ოპერატორმა NS-მა ყველა მატარებლის მოძრაობა შეაჩერა, ხოლო ამსტერდამის ჩრდილოეთით მდებარე გზატკეცილი ხეების ცვენის გამო ჩაკეტეს.
ამსტერდამის სატრანსპორტო კომპანია GVB-მა დროებით, ავტობუსების და ტრამვაის მოძრაობა შეაჩერა.