დავით ქართველიშვილი – ოპოზიციურ მედიაზე: კობახიძის ხარჯზე საკუთარი ნულოვანი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა პროგნოზირებადი წარუმატებლობით დაგვირგვინდა

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების ქმედებას. ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციური მედიების წარმომადგენლები ცდილობდნენ ოპონირება გაეწიათ კობახიძისთვის და მდგომარეობიდან გამოეყვანათ იგი, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

„როდესაც „ოფშორმედიის” ე.წ. ჟჟჟურნალისტი ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე არ შემოიფარგლება საკუთარი სტატუსით, გამოდის კითხვა-პასუხის ფორმატიდან, შედის ოპონირებაში, მუდმივად აწყვეტინებს რესპონდენტს, მანიპულირებს ფაქტებით და სიცრუეში ბრალს სდებს მას, ის, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს „მედიას” – ის არის პოლიტიკური მხარე, ის არის პარტია. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე “ოფშორTV”-ს წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რესპონდენტის მუდმივი პროვოცირებისა და ამით პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობას. აღარაფერს ვიძახი საკუთარი თითქოსდა კოლეგების მიმართ სრულ უპატივცემულობაზე. მოკლედ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან რესპონდენტი ირაკლი კობახიძე იყო, ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მატარებელი ქართველი პოლიტიკოსი. „კოლეგისაგან” ოპონირების რეჟიმი გადაიბარა “გლავკანალის” წარმომადგენელმაც, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო იმაში, რომ მისი ადგილი ლიბერალურ ევროპაში არ არის, ვინაიდან ხელისუფლებას არცერთი ევროპული ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა არ გააჩნია. ის, რასაც ჩვენ მივესალმებით, “გლავკანალმა” ტრაგედიად წარმოაჩინა. ირაკლი კობახიძის ოპონირების ფორმატში უნებლიედ ჩართვამ მწყობრიდან გამოიყვანა “ჟჟჟურნალისტი”, ვინაიდან დაპროგრამებული მაპროვოცირებელი რეჟიმიდან გამოიყვანა იგი და დებატებში დამარცხებული დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიის წევრად გადააქცია. ირაკლი კობახიძეზე საბოლოო შეტევის „საპატიო” მისია იტვირთა “ჭუტავიზიის” წარმომადგენელმა. როგორ აპირებთო არაცალფეხზე დგომითა და „ანტიდასავლური” რიტორიკით ევროპული ოჯახის წევრობას. შუშის თვალებით ისმენდნენ კობახიძის ლექციას იმაზე, რას ნიშნავს: პოლემიკა, უსამართლობა, სამარცხვინო ევრორეზოლუცია და ა.შ. და ვერაფერს რომ ვერ იგებდნენ, ამაზე მეტყველებდა მათი უსუსური მცდელობა, უხეშ და გოიმურ შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ. მაგრამ აქაც ვერ გაუმართლათ, მათ წინაშე „მისტერ აუღელვებლობა” ბრძანდებოდა. დებატები დასრულდა „ისტ-ვაკელი” ალქაჯების ისტერიული კბილთა ღრჭენით. კობახიძის ხარჯზე საკუთარი ნულოვანი თვითშეფასების ამაღლების მცდელობა პროგნოზირებადი წარუმატებლობით დაგვირგვინდა. ვერ გაამართლა ტაქტიკამაც “გენდერულად” ფემიდები მიუქსიეს კობახიძეს, არადა ჰყავთ გოგატიშვილიც, სანაიაც და მელაძეც…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები