უკრაინა გერმანიისა და დანიისგან Leopard 1A5-ის ტიპის ათობით ტანკს მიიღებს
უკრაინა უახლოესი კვირების განმავლობაში Leopard 1A5-ის ტიპის ათობით ტანკს მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გამოცემა Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიის მთავრობამ მაისში უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი, 2,7 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებში უკრაინის შეიარაღებას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა მაისში განაცხადა, რომ გერმანია და დანია უკრაინას მალე ლეოპარდ 1A5-ის ტიპის 80 ტანკს გადასცემენ.