დავით მათიკაშვილი – საარჩევნო კოდექსზე: პრეზიდენტმა წარმოადგინა შენიშვნები, რომლებსაც რთულად თუ დავარქმევთ მოტივირებულს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რთულია, სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებს მოტივირებული დაერქვას.

“პრეზიდენტმა წარმოადგინა შენიშვნები, რომლებსაც რთულად თუ დავარქმევთ მოტივირებულს, რადგან ის უფრო საზოგადოებისთვის სუბიექტური შეხედულებების გაზიარებას გულისხმობს. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ წესმა, რომელიც დღემდე მოქმედებდა, დროში ვერ იმუშავა, ამიტომ საჭიროა შეიცვალოს სწორი, მოქნილი და ევროპულ დემოკრატიასთან დაახლოებული წესით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები