პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთათვის დაცვის გარანტიებს.
კანონი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება ნებაყოფლობით კერძო პენსიას. საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითაა განპირობებული.