პარლამენტმა „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა 80 ხმით, მესამე მოსმენით „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში ცვლილება მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის სუბიექტად განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა.
მიღებული კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების წესიც. ცვლილების ინიციატორია საქართველოს მთავრობა.