ქობულეთის მერია: ქალაქს კიდევ ერთი, კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ადგილი ემატება
ქობულეთს კიდევ ერთი, კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ადგილი ემატება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
„აღმაშენებლის ქუჩა N520-ის მოპირდაპირედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილზე განახლებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდება ახალი გარეგანათებები, სკამები, სხვადასხვა ატრაქცია.
სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“,- წერია ინფორმაციაში.