იპოთეკარებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ იპოთეკარებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციებით იმუქრებიან. იპოთეკარები დეპუტატებს სთხოვენ, რომ მიიღონ დადგენილება, რათა ხალხის ბინებიდან გამოსახლება შეჩერდეს.
„ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩვენთვის მისაღები კანონები მიიღონ და შეჩერდეს გამოსახლებები. მისცენ ხალხს გრძელვადიანი სესხები“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები