უკრაინაში, ზაპოროჟიეს სადგურზე შესაძლო ტერაქტისთვის ემზადებიან – შექმნილია შტატები

უკრაინაში შტატებია შექმნილი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს მოაწყობენ.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ შტაბებში შედიან ენერგეტიკოსები, მაშველები, პოლიციელები და ექიმები. მათი ამოცანაა საგანგებო სიტუაციის დროს, ქცევის წესების შემუშავება და ადამიანებისთვის მიწოდება.

კლიმენკოს თქმით, კატასტროფის შემთხვევაში, შესაძლო რადიოაქტიური ფონი დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში დარჩება და 24 საათში ის 80%-ით უნდა შემცირდეს. თუ ევაკუაცია არ გამოცხადდა, უკრაინელები უნდა დარჩნენ შენობებში, დახურონ და დალუქონ ყველა ხვრელი და დაელოდონ ხელისუფლების მითითებებს.

თუ გამოცხადდება ევაკუაცია, ხალხი ტრანსპორტით იქნება უზრუნველყოფილი.

საუბარია ტერიტორიაზე, სადაც, დაახლოებით, 500 000 მოქალაქე ცხოვრობს.

მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში სამართალდამცავებმა უნდა ჩაატარონ წვრთნები, რომლის დროსაც ისინი გადაკეტავენ გზებს და მოაწყობენ სანიტარიულ საგუშაგოებს რადიაციის დონის შესამოწმებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები