დუდა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებენ, რუსეთისთვის თავიანთი ტერიტორიების დათმობას ურჩევს
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შესთავაზა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას რუსეთთან კომპრომისისკენ მოუწოდებენ, თავიანთი ტერიტორიები დათმონ.
როგორც მან უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ის ლიდერები, რომლებიც კომპრომისისთვის ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად არიან მზად, უარი თქვან საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებზე.
”დაიბრუნოს უკრაინამ დონეცკი, ლუჰანსკი და ყირიმი და ვიღაცამ მისცეს რუსეთს მისი ტერიტორიის ნაწილი. მიდით! ვფიქრობ, რუსეთის ფედერაცია ბედნიერი იქნება, თუ მიიღებს ლამაზ ნაჭერს, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე”, – თქვა მან.
პოლონეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოგების უფლება არ შეიძლება მიეცეს, რადგან აგრესორი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქრება.
მისი თქმით, ომის სამართლიანი დასრულების ერთადერთი პირობა – “ჩვენი უკრაინის გამარჯვება იქნება”.