სარფის საბაჟოზე ვაზნები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო – გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საბრძოლო ვაზნები აღმოჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, თურქეთიდან საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის – ხ.გ-ს ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცერმა პისტოლეტის 22 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინა. მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.