გორში, თამარ მეფის გამზირზე №33 და სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში, თამარ მეფის გამზირზე №33 და სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მალე დაიწყება კიდევ 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაც:
ჭავჭავაძის გამზირი №47
აღმაშენებლის გამზირი №44
აღმაშენებლის გამზირი №46
ბაქოს ქუჩა №2
რუსთაველის №49
სტალინის გამზირი №8
სტალინის გამზირი №13
ამილახვრის ქუჩა №23
ნადირაძის №15
თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100 – მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს.
სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.