“რუსეთი დელფინებს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზის დასაცავად იყენებს” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთმა ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზის დაცვა გააძლიერა და დაცვისთვის დელფინებს იზიდავს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ზომების მიღება ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყო. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მოიცავს, სულ მცირე, ოთხ ფენა ბადეს და ნავსადგურის შესასვლელთან წინაღობებს.
როგორც ჩანს, ბოლო კვირების განმავლობაში, „თავდაცვის ხაზი“ შეავსეს დიდი რაოდენობით სპეციალურად მომზადებული ზღვის ძუძუმწოვრებით.
“სურათებიდან ჩანს, რომ ნავსადგურში ძუძუმწოვრების კალმების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მათში, სავარაუდოდ, დელფინებია. არქტიკაში ფლოტი, ასევე იყენებს ბელუგას და სელაპებს. რუსეთი იყენებს გაწვრთნილ ცხოველებს სხვადასხვა ამოცანებისთვის. სევასტოპოლის ნავსადგურში განთავსებულებს, სავარაუდოდ იყენებენ, მტრის მყვინთავებთან დასაპირისპირებლად“, – ნათქვამია მიმოხილვაში.