“რუსეთთან სულიერი კავშირი აღარ იარსებებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ, რუსეთზე სხვა დამოკიდებულებებთან ერთად, მათ შორის, სულიერი იქნება განადგურებული.
“გაიმართა შეხვედრა უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის შესახებ – ვაგრძელებთ შესაბამის მუშაობას და იქნება ახალი ნაბიჯები. ცხადია, არ შეიძლება, იყოს ჭეშმარიტად სულიერი კავშირი ტერორისტულ სახელმწიფოსა და მათთან, ვინც ამართლებს უკრაინელების მკვლელობას და ხელს აფარებს ბოროტებას. და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ რუსეთზე ყველა დამოკიდებულება, რომლის მანიპულირებასაც ვიღაც სადღაც ცდილობს, განადგურდება”, – თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ბეჭდური მასალების რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შეტანას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან, რომელიც უმაღლესმა რადამ ერთ წელზე მეტი ხნის წინ მიიღო.
კანონი ასევე კრძალავს უკრაინაში ნებისმიერი წიგნის შეტანას და გავრცელებას, თუ ავტორებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები. აკრძალვა არ ეხება 2023 წლამდე უკრაინაში გამოცემულ რუსი ავტორების წიგნებს.