BBC: ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის საძიებო ზონაში ნამსხვრევები იპოვეს

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, საძიებო ზონაში, „ტიტანიკის“ მახლობლად, წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნამსხვრევები სამძებრო წყალქვეშა აპარატმა იპოვა, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ტურისტები გადაჰყავდა, 18 ივნისს ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. კვლევითმა ხომალდმა „პოლარ პრინცმა“ ეკიპაჟთან კავშირი წყალში შესვლიდან 1,45 საათში დაკარგა.

როგორც ცნობილია, წყალქვეშა ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟეოლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები