“ივნისის ბოლომდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სარეზერვო არმია ჩამოყალიბდება” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ივნისის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება სარეზერვო არმია, უახლოეს მომავალში კი არმიის კორპუსი, რომლებიც მიიღებენ ტექნიკის 3700-ზე მეტ ერთეულს.

ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„არმიის კორპუსში რეზერვებს ვაყალიბებთ რეზერვებს, ამას ემატება მე-20 სატანკო არმიის ხუთი პოლკი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ფაქტობრივად, ივნისის ბოლოსთვის დავასრულებთ სარეზერვო არმიის ფორმირებას და იქ სულ მალე დავასრულებთ არმიის კორპუსის ფორმირებას“, – განაცხადა მან.

შოიგუს თქმით, აღნიშნული ხუთი პოლკი 60%-ით არის ფორმირებული როგორც პერსონალის, ისე – აღჭურვილობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოლკში დღეში, კონტრაქტით, საშუალოდ 1 336 ადამიანი შედის.

მისივე თქმით, პირდაპირი კონტრაქტით 114 000 ადამიანია მობილიზებული, ასევე – არის 50 000-ზე მეტი მოხალისე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები