“შოიგუ და გერასიმოვი პუტინს ატყუებენ” – პრიგოჟინი
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოებამ ფრონტზე არსებული რეალური ვითარება არ იცის, რადგან სარდლები ადგილზე სამხედრო კორესპონდენტებს არ უშვებენ და იტყუებიან.
პრიგოჟინის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.
მისი თქმით, რომ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ქვეშევრდომებისგან ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ცრუ ინფორმაციას იღებს.
„როდესაც ბახმუტს ვიღებდით, იქ სამხედრო კორესპონდენტებს ვუშვებდით, ეს კარგად გახსოვთ, რომ მათ რეალური მდგომარეობა დაენახათ და არავის არასდროს უთქვამს ათასობით განადგურებულ ტანკსა და ჯავშანმანქანაზე. ეს უბრალოდ ჭორია. იქ არავის უშვებენ, არაფერს აჩვენებენ. ზუსტად იმის გამო, რომ კოლოსალური პრობლემებია. შოიგუს და გერასიმოვს მარტივი მიდგომა აქვთ – ტყუილი უნდა იყოს დასაჯერებლად ამაზრზენი. ამით არიან დაკავებულები”, – თქვა მან.