„ჩვენ არასდროს დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არასოდეს დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, სანამ მისი ჯარები უკრაინაში იმყოფებიან.

როგორც BBC News-ის რუსული სამსახური იუწყება, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს დავსხდებით რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება იქ პრეზიდენტი, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იქნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხება ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც დაიწყება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე, კონფლიქტის სტატუსს გადაიყვანს გაყინულ მდგომარეობაში და მომავალში ახალ დიდ ომში გადაიყვანს.

უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთში უკვე არიან წარმომადგენლები, რომლებსაც ესმით, რომ ომის დაწყება მათი შეცდომა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები