გოგა ხაინდრავა: საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრით თქვენ, ელჩო დეგნან!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მიმართავს, რომელმაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება დემოკრატიის ძირგამომთხრელ ფაქტად შეაფასა.

„დემოკრატიას ძირს საქართველოში უთხრით თქვენ, ელჩო დეგნან! უპასუხისმგებლო და დიპლომატისთვის შეუფერებელი მოქმედებებით. უხეშად ლახავთ ქვეყნის სუვერენიტეტს, მხარს უჭერთ დესტრუქციას და პოლარიზაციას! ღიად ქომაგობთ დამნაშავეებს, ერევით სასამართლოს დამოუკიდებლობაში!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები